logo
ENG



წულუკიანი: ოდირი ეუბნება ბოკერიას, რომ არაა ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას

06 თებ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოდირის დასკვნას ეხმაურება და ოპოზიციას აკრიტიკებს. მისი თქმით, დოკუმენტში ცალსახადაა მითითებული, რომ ოდირი არ არის უწყება, რომელიც გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობას განსაზღვრავს. წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველიც, რომელსაც გადააგზავნინა კანონპროექტი.

„არსად არ წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაში ქართულ კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ე.წ. copy - paste-ით ამოიღონ და დაგვიდონ. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება გიგა ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ ამ მოდელს ან დაეთანხმონ, ან ყველამ ერთად დავიწყოთ არსებული მოდელის ფარგლებში არჩევნებისთვის ძალიან აქტიური მზადება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.


close დახურვა